GE / EN
საინფორმაციო პორტალი
მეცნიერება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მეცნიერების მტკიცებით ქვეყნის აღსასრულის ზუსტი დრო ცნობილია
00:04 04.09.2012
დღის სიახლეები

აპოკალიფსის ზუსტი დრო უკვე წამებშია ცნობილი. ეს  არის 2029 წლის 13 აპრილი, პარასკევი, გრინვიჩის დროით დილი 4 საათი და 36 წუთი.

65 ათასი ატომური ბომბის ენერგიის მქონე ასტეროიდი ‘’აპოფიზი", რომლის მასაც 50 მილიონი ტონაა, დიამეტრი კი 320 მეტრი, მთვარის ორბიტას გადაკვეთს და დედამიწისკენ გამოემართება – საათში 45 ათასი კილომეტრი სიჩქარით.

‘’ეს ძალიან საშიშია დედამიწისთვის, რადგან თუ ასტეროიდი მის ზედაპირზე დაეცემა, ხოლო დაცემისას ის წამში 16 კილომეტრი სიჩქარით იმოძრავებს, მაშინ, მხოლოდ დაცემისას გამოყოფილი ენერგია იქნება ათასი ატომური ბომბის ტოლფასი. ატმოსფეროში მტვრის უდიდესი ნაკადი გავრცელდება" – ამტკიცებს მოსკოვის ასტრონომიის სახელმწიფო ინსტიტუტის ლაბორატორიის უფროსი მიხაილ პროხოოვი.

ახლა მეცნიერები ეძებენ გზას, როგორ აიცილონ ეს ყველაფერი თავიდან. მთავარია, ორბიტა შეცვალონ.

ისინი ამბობენ, რომ ‘’აპოფიზიზე" უნდა დაამონტაჟონ სარაკეტო ძრავი, მეორენო მასთან კოსმოსური ხომალდის შეჯახებასა და მიმართულების შეცვლაში ხედავენ გამოსავალს, მესამენი კი აფეთქებაში. მაგრამ კატასტროფის დარგში მომუშავე მეცნიერები ამბობენ, რომ აზრი არაფერს აქვს.

"ამ ასტეროიდს ვერავინ შეაჩერებს, რადგან ის დიდი ზომებისაა. ეს ძალიან საშიშია, რადგან ის უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს" – ამბობს ტროიცკის ინოვაციური და თერმობირთვული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვლადიმერ ალექსეევი.

ასტეროიდს უამრავი ნაცნობი და უცნობი უბედურების მოტანა შეუძლია. მისი დაცემა ივარაუდება რუსეთის, ცენტრალური ამერიკისა და ატლანტიკის ზოლში: ასობით ქალაქი განადგურდება, მაგრამ მაშინაც, თუკი ის ოკეანეში ჩავარდება, წარმოიქმნება სიღრმით 3 და დიამეტრით 8 კილომეტრიანი ტალღა, რომლისგანაც ყველა მხარეს ცუნამი წარმოიქმნება.

შედეგად,  მაგალითად, ფლორიდას სანაპირო, 20-კილომეტრიანი ტალღების მსხვერპლი გახდება, რომლებიც ერთი საათის განმავლობაში იმძვინვარებენ მატერიკზე.

ამასთან, არსებობს დამამშვიდებელი პროგნოზიც. მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კოსმოსური ქვა დედამიწისგან 30 ათასი კილომეტრის მოშორებით ჩაივლის, მაგრამ შემდეგი შეხვედრები მასთან მაინც არ აგვცდება.

თუ ეს შეჯახება არ მოხდება, შემდეგ წრეზე ის მაინც დაუახლოვდება დედამიწას და შანსი, რომ 50-150 წლის შემდეგ ეს კატასტროფა მაინც მოხდება, კვლავ ძალაშია - ამბობს პროხოროვი.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გიორხელიძე: „სამოქალაქო საზოგადოების" ჩამოყალიბებაზე ზრუნვის დაწყება, მისი სისუსტის ხაზგასმა, ცინიზმია1
ბიძინა ივანიშვილს ძმებ კვანტრიშვილების მკვლელობაში ადანაშაულებენ (VIDEO)2
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს „რუსთავი 2“ დაატოვებინეს3
საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი რატი ურუშაძე ღირსების ორდენზე უარს ამბობს4
უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სია 25 აგვისტოს გამოქვეყნდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X