GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის მიღების უფლების წესში შეტანილ ცლილებებს აქვეყნებს
16:48 03.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის მიღების უფლების წესში შეტანილ  ცლილებებებზე ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად დადგენილი სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები, ქვეკატეგორიები, გამოცდისათვის დადგენილი მინიმალური ასაკი და გამოცდის კატეგორია:

A კატეგორია: მოტოციკლი - ასაკი: 24 წელი (21 წელი თუ აქვს A1-ის 2 წლის სტაჟი), გამოცდის კატეგორია: I;

A1 ქვეკატეგორია: მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი) - ასაკი: 17 წელი, გამოცდის კატეგორია: I;

B კატეგორია: B კატეგორიის ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს - ასაკი: 17 წელი, გამოცდის კატეგორია: I;

B1ქვეკატეგორია: მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი - ასაკი: 16 წელი, გამოცდის კატეგორია: I;

BE ქვეკატეგორია: B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს - ასაკი: 18 წელი;

C კატეგორია: ა/მანქანა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს. - ასაკი: 21 წელი (B კატეგორიის 1 წლის სტაჟი), გამოცდის კატეგორია: II;

C1ქვეკატეგორია: ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს. - ასაკი: 18 წელი (B კატეგორია), გამოცდის კატეგორია: II;

C1E ქვეკატეგორია: „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს - ასაკი: 18 წელი;

CE ქვეკატეგორია: C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს - ასაკი: 21 წელი;

D კატეგორია: ა/მანქანა, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, აგრეთვე „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს. - ასაკი: 24 წელი (B კატეგორიის 1 წლის სტაჟი), გამოცდის კატეგორია: II;

D1 ქვეკატეგორია: მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს - ასაკი: 21 წელი (B კატეგორიის 1 წლის სტაჟი), გამოცდის კატეგორია: II;

D1E ქვეკატეგორია: „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს. - ასაკი: 21 წელი;

DE ქვეკატეგორია: „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს. - ასაკი: 24 წელი;

T კატეგორია: სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან - ასაკი: 17 წელი, გამოცდის კატეგორია: III;

S კატეგორია: საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან - ასაკი: 18 წელი, გამოცდის კატეგორია: III;

ტრამვაი: ტრამვაი - ასაკი: 21 წელი, გამოცდის კატეგორია: I.

Internet.ge

შსს-მ ბათუმში გოგონას დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ბათუმში ახალგაზრდა გოგონა დაჭრეს - ეჭვმიტანილს ეძებენ
თბილისში, შესაძლოა, ჰიპოპოტამის სკულპტურა დაიდგას - მსურველები ხელმოწერებს აგროვებენ
კახა ბენდუქიძის დამ და მეუღლემ, ანასტასია გონჩაროვას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს
"შე ხაჩიკიანო! შე სომეხო! შე ბლანჟიანო...!"
გიორგი ჭანტურია: დღესაც 7 ნოემბერია, ამჯერად საზოგადოებრივ მაუწყებელში
ბანკმა “რესპუბლიკამ” სტუდენტები მასტერკლასზე მიიწვია
მომხმარებელთა თხოვნით - განმეორებითი გრანდიოზული ფასდაკლების აქცია „არაი თუმოროუში“ !
ბოროტმოქმედებმა 2 თვის ბავშვის გატაცება სცადეს
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს განიხილავს
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე შესულია. ბიუჯეტს ხელს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობა აქვს.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლის­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა
ფოლ­კ­გარ­დენ­ში კი­ნო­ტერ­მი­ნე­ბის ლექ­სი­კო­ნის და FILM PRINT მე-16 ნომ­რის პრე­ზე­ტა­ცია გა­ი­მარ­თა
თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ბო­დიშს უხ­დის
უფა­სო საგ­ზუ­რი შენ­თ­ვის და შე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის!
ყველა სიახლე
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მართლმადიდებლური სამყარო ფერიცვალების დღესასწაულს აღნიშნავს1
"შე ხაჩიკიანო! შე სომეხო! შე ბლანჟიანო...!"2
ზესტაფონის გამგებლად კახა გეწაძის დამტკიცებას საკრებულოში ხმაური მოჰყვა3
ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებით განცხადებას 17:00 საათზე გააკეთებს4
უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან 19 წლის გოგონას თავს დაესხნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X