ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
 
გაუგზავნე ბმული მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია განხილვა ფორუმზე
18:35 15.02.10 - მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია დასრულებულია

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის 22 დაზიანებული უბნის რეაბილიტაცია დასრულებულია.

საქართველოს ათასწლეულის ფონდი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ხვალ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის დასრულების ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება შესრულებული სამუშაოების ფოტოები და პროექტის სამივე ფაზის დასრულებასთან დაკავშირებული ვიდეო ანგარიში. 
სამშენებლო სამუშაოები ათასწლეულის ფონდის ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის სამი ფაზის ფარგლებში განხორციელდა. დაახლოებით 35 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში მოხდა გაზსადენის 22 მნიშვნელოვნად დაზიანებული უბნის რეაბილიტაცია და მშენებლობა.  

პროექტის განმახორციელებელი კომპანიაა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ხოლო სამშენებლო სამუშაოები განახორციელეს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა და ქართულმა კომპანიებმა. 

საქართველოს ათასწლეულის პროგრამის ენერგოინფრასტრუქტურის პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარია. პროექტი მიზნად ისახავს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის იმ დაზიანებული უბნების აღდგენას, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია. 

გაზსადენი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და 1980 წლიდან მისი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. გაზსადენი საქართველო-რუსეთის საზღვრიდან იწყება და საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება (221კმ). მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებას საქართველოსა და სომხეთისათვის.

„ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება საქართველოსა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოება და ენერგომომარაგების საიმედოობა და შემცირდება გაზსადენიდან არსებული ტექნიკური დანაკარგები“, - აცხადებენ ათასწლეულის ფონდში.

მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის დასრულების ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში კენტ ლოგსდონი, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბდუშელიშვილი და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ზურაბ ჯანჯღავა დაესწრებიან.  

„ინტერპრესნიუსი“


გაუგზავნე ბმული მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია განხილვა ფორუმზე
 
ფინანსური შემოსავლები გაძლევთ თუ არა წელს დასვენების საშუალებას?
დიახ
არა