|
12:29 09.02.10 - ე.წ. უდო-ს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას გაგა მკურნალიძე ასრულებს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი, ე.წ. უდო-ს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას კომისიის მდივანი გაგა მკურნალიძე ასრულებს.
ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს და განმარტეს, რომ ეს წესდებით არის გათვალისწინებული.
კომისიის ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ პატიმართა ახლობლებმა განცხადებები მკურნალიძის სახელზე უნდა დაწერონ.
მკურნალიძე მოვალეობას მას შემდეგ ასრულებს, რაც კომისიის თავმჯდომარემ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზარანდიამ სამინისტრო დატოვა.
„ინტერპრესნიუსი“
|