კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, დავით ბერძენიშვილი ჩოხატაურში მცხოვრებ
მოსახლეობას ხვდება. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს „კონსერვატორული პარტიიდან“
აცნობეს, ბერძენიშვილი დაბალციხის
მოსახლეობას შეხვდა და „ქართული ოცნების“ გეგმები გააცნო.
დავით
ბერძენიშვილის
განცხადებით, დაბლაციხე დიდი ხანია გამოირჩევა ოპოზიციური განწყობებით.
„2008 წ. საპრეზიდენტო
არჩევნებში
საპრეზიდენტო
კანდიდატს, ლევან გაჩეჩილაძეს საქართველოში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი - 63% სწორედ დაბლაციხეში ჰქონდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილს ამ სოფელში ყველაზე დაბალი შედეგი
-18%“ დაუფიქსირდა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
დავით
ბერძენიშვილი
რამდენიმე
დღეა გურიის რეგიონში იმყოფება და ამომრჩევლებს ხვდება.
Internet.ge