რუსეთ-საქართველოს საზღვართან მიმდინარე სპეცოპერაცია მძევალთა გათავისუფლებას უკავშირდება
რუსეთ-საქართველოს საზღვართან მიმდინარე სპეცოპერაცია მძევალთა
გათავისუფლებას უკავშირდება. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვრის მონაკვეთზე
დაღესტნიდან გადმოვიდა დივერსანტთა ჯგუფი, რომლებმაც დაკავებული 5 პიროვნების
გარდა მძევლად კიდევ ორი ჯგუფი აიყვანეს.
„რუსთავის 2“-ის ინფორმაციით, ორი ჯგუფის გათავისუფლება მოხერხდა,
ამჟამად კი, დარჩენილი ერთი ჯგუფის გათავისუფლება მიმდინარეობს.
სავარაუდოდ, არიან დაჭრილები და დაშავებულებიც.
შეგახსენებთ,
რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული
აქვთ ხეობა.
საქართველოს
მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია.
internet.ge