თბილისში, ლესელიძის # 27-ში "საქართველოს ქვის მოყვარულთა კავშირი"-ს
კუთვნილ ობიექტზე, უცნობმა პიროვნებამ პოლიეთილენის პარკში გახვეული გაურკვეველი
ნივთი შეაგდო.
შემთხვევის დროს, მაღაზიაში იმყოფებოდა მეპატრონე, რომელმაც პოლიცია გამოიძახა.
ამ დროისათვის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და
გამნაღმველები. აღმოჩნდა, რომ პოლიეთილენის პარკში არსებული ნივთიერება არ არის
ფეთქებადსაშიში.
საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მაღაზიის მეპატრონე
დაკითხვაზე იმყოფება. ასევე ადგილიდან ამოღებულია სათვალთვალო ვიდეო კამერის
ჩანაწერი, რომლის მეშვეობითაც ეჭვმიტანილის ვინაობა გახდება ცნობილი.
internet.ge