ტაიფუნი “ბოლავენი” რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს უახლოვდება.
ქარი უკვე გლეჯს ხეებს და ელექტროგადამცემ ხაზებს, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა და ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია.
ქარი ნელ-ნელა ძლიერდება. დღის მეორე ნახევარში ელოდებიან, რომ ტაიფუნი ყველაზე მეტად ოთხ რეგიონს – პრიმორიეს, ამურის მხარეს, ებრაელთა ავტონომიურ ოლქსა და ხაბაროვსკის მხარეს შეუქმნის პრობლემებს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით `ბოლავენი~, მარტო ხაბაროვსკის 13 ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებს დაატყდება თავს.
პროგნოზირებენ წვიმასა და დატბორვებსაც, რადგან საკანალიზაციო სისტემა სრულფასოვნად ვერ მუშაობს.
საგანგებო სამსახურები მობილიზებულები არიან. ამ დროისათვის ელექტროხაზებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ქარის გაძლიერების შემთხვევაში გაცილებით მეტი ავარიებია მოსალოდნელი.
მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ტაიფუნი სასიცოცხლოდ საჭირო ობიექტებსა და კომუნიკაციებს გამოიყვანს მწყობრიდან.
Internet.ge