ლოპოლოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს,
ქართველ სამართალდამცველთა და დივერსანტთა შორის ორმხრივი სროლა იყო, რა დროსაც
დივერსანტთა ნაწილი განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანია „იმედი“
ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცველებმა
ორმხირივი
სროლის დაწყებამდე დივერსანტებს დანებება შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.
დივერსანტთა ჯგუფმა, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 20 კაცია, სამი
დღის განმავლობაში მძევალთა სამი სხვადასხვა
ჯგუფი აიყვანა.
შინაგან
საქმეთა სამინისტრომ, ხეობაში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციათან დაკავშირებით
სპეციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია
ნათქვამი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი,
რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები.
შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
internet.ge