ლაფანყურის რწმუნებული: ყოფილი სამხედროს გარდაცვალება უბედურ შემთხვევას უკავშირდება
ყოფილი სამხედრო პირის თვითმკვლელობის შესახებ გავრცელებულ
ინფორმაციას სოფელ ლაფანყურის რწმუნებული მორის პარკინაშვილი არ ადასტურებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს პარკინაშვილმა განუცხადა, მკვლეობას ადგილი არ
ჰქონია, მას შემთხვევით გაუვარდა იარაღი და ეს უბედური შემთხვევა იყო.
ყოფილი სამხედროს თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ
არც გარდაცვლილის მეზობლები. მათი განცხადებით, ყოფილი სამხედრო თელავში ალაზნის
ქუჩაზე ცხოვრობდა და უბედური შემთხვევა სწორედ იქ მოხდა.
ამ წუთებში, გარდაცვლილს სოფელ ლაფანყურში გადმოასვენებენ.
გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, ოჯახს სოფელი სწორედ ლაფანყურში ჰქონდა.
Internet.ge