საქართველო-რუსეთის საზღვართან საქართველოს შს სამინისტროს
სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს შს
სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია შსს-ს
საიტზე ოპერატიულად ვრცელდება.
„ბოლო ინფორმაციით, დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა
სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი, 5 კი დაიჭრა.
რაც შეეხება დივერსანტთა ჯგუფს, ლიკვიდირებულია შეიარაღებული
დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი“,- განაცხადა
მახარაძემ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დაღუპული ქართველი თანამშრომლების
დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
Internet.ge