საქართველო-რუსეთის საზღვართან დაღესტანის ტერიტორიაზე წარმოებული
სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდერებულია 11 დივერსანტი და 6 ალყაში იმყოფება.
ამის შესახებ განცხადება, შსს- ს მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა გააკეთა.
„როგორც ცნობილია, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტანის
ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა დივერსანტთა ჯგუფი. მიმდინარეობს მათი განდევნის
ოპერაცია. სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილია შსს სპეცდანიშნულების რაზმის 2 წევრი
და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი,
სამხედრო ექიმი. დაჭრილია 5 სპეცრაზმელი. ამ დროისათვის დივერსანტთა 6 წევრი
იმყოფება ქართველი სპეცრაზმელების ალყაში და მათი აყვანის სპეცოპერაცია
მიმდინარეობს“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.
internet.ge