ლოპოტას ხეობაში ხეობაში უამინდობის გამო შეჩერებული ანტიტერორისტული ოპერაცია განახლდა, თუმცა ხეობაში ნისლის ჩამოწოლის გამო სამძებრო სამუშაოები გართულებულია.
ცოტა ხნის წინ ლოპოტას ხეობის მიმდებარე ტერიტორია
20-მდე პიკაპის ტიპის ავტომობილმა დატოვა, სანაცვლოდ კი დევნის ოპერაციის ადგილას 10-მდე მაღალი გამავლობის სამხედრო მანქანით შევიდნენ. სამხედროების დიდი ნაწილი კვლავ ტერიტორიაზე რჩება.
რაც შეეხება ზოგად ვითარებას, სოფელ ლაფანყურში ვითარება სტაბილურია. მოსახლეობაში პანიკა არ შეინიშნება და ხალხი სახლების დატოვებას არ აპირებს.
ხეობაში ჯერ კიდევ რჩებიან სასწრაფო დახმარების მანქანები და კატასტროფის ბრიგადის ერთი მანქანა.
internet.ge