ლოპოტას ხეობაში ძალთა გადაადგილება შეინიშნება. ტოგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს კორესპონდენტი იუწყება, ცოტა
ხნის წინ სოლეფ ლაფანყურის გავლით ხეობაში სამხედრო პოლიციელებით სავსე 5-მდე ავტომანქანა
შევიდა. გამთენიისას, ასევე ხეობის მიმართლებით დაიძრა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ბირიგადა და შსს-ს კუთვნილი რამდენიმე პიკაპის ტიპის ავტომობილი.
გუშინ საღმოს,
ლოპოტას ხეობის მიმდებარე ტერიტორია 20-მდე პიკაპის ტიპის ავტომობილმა დატოვა, სანაცვლოდ კი დევნის ოპერაციის ადგილას 10-მდე მაღალი გამავლობის სამხედრო მანქანა შევიდა. სამხედროების დიდი ნაწილი კვლავ ტერიტორიაზე რჩება.
გვიან ღამით კი, დევნის ოპერაციის ადგილას გამნაღმველები შევიდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველი სპეცრაზმელების მიერ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნაღმები.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების
დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5. რაც შეეხება დივერსანტთა
ჯგუფს, ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად ალყაშია მოქცეული
6 დივერსანტი. მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა
სამინისტროები მწუხარებას გამოთქვამენ და უსამძიმრებენ გარდაცვლილების ოჯახებს.
Internet.ge