GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შს მინისტრი ლოპოტას ხეობაში იმყოფება
10:23 30.08.2012
დღის სიახლეები

ლოპოტას ხეობში შეიარაღებული დაჯგუფების დევნის ოპერაცია გრძელდება. ამ დროისთვის კი, სოფელ ლაფანყურში სიმშვიდეა. მას შემდეგ, რაც ლოპოტას ხეობაში დევნის ოპერაცია განახლდა, ცენტრიდან ხეობის მიმართულებით არცერთი სამხედრო, შსს და თავდაცვის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი არ შეუყვანიათ.

„ინტერენეტ.ჯი“ იმყოფებოდა ხეობის ტერიტორიაზე, რომელიც სოფელ ლაფანყურის ცენტრიდან რამდენიმე ასეულ მეტრშია. ადგილზე იმყოფებიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მდინარე ლოპოტას ხიდზე დგანან და იქ მისვლის საშუალებას არავის აძლევენ.

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ლაფანყურში სიმშვიდე იყო. გამთენიისას, ხეობის მიმართულებით სოფლის ცენტრიდან  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ბირიგადა და შსს-ს კუთვნილი რამდენიმე პიკაპის ტიპის ავტომობილი დაიძრა. გვიან ღამით, ხეობაში შს მინისტრი ბაჩო ახალაია შევიდა, რომელსაც ლოპოტას ხეობა ამ დრომდე არ დაუტოვებია, იქვე რჩება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 2 ბრიგადა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5. რაც შეეხება დივერსანტთა ჯგუფს, ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი. მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნუგზარ წიკლაური: კარლო კოპალიანი "ქაჯანას" მაგონებს1
ევროკავშირი საქართველოს სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგისკენ მოუწოდებს2
ეკლესია ძალადობის ფაქტებს აღიარებს3
რუსთავში "ქართული ოცნების" აქტივისტები პოლიციიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს4
23 ადამიანი ცოცხლად დაიწვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X