„ქართულ ოცნებაში“ ევროპარლამენტის წარმომადგენლებს ელოდებიან. ამის
შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, თინა ხიდაშელმა ისაუბრა.
„ჩვენ
გვაქვს პირობა, ევროპარლამენტის დეპუტატებისაგან, რომ ისინი ჩამოვლენ
წინასაარჩვენოდ, გამართავენ შეხვედრებს, გაეცნობიან წინასაარჩევნო გარემოს და
მოითხოვენ აღმოიფხვრას ყველა ის პრობლემა, რაც დაფიქსირდება“- აცხადებს ხიდაშელი.
მისივე თქმით, „ლიბერალ-ინტერნაციონალი“ აქვეყნებს კვლევას, რომელიც
შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის
განკარგულებას. ამავე კვლევაში უარყოფითადაა შეფასებული საქართველოში მედიის
თავისუფლების ხარისხი.
ხიდაშელის განცხადებით, დასკვნაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ „საქართველოში
მედია უუფლებოა.“
„ლიბერალ-ინტერნაციონალი“ არის სწორედ ის ჯგუფი, რომელიც
წარმოდგენილია ევროპარლამენტის რიგი დეპუტატებისაგან, სწორედ ამ დეპუტატებს
ელოდებიან „ქართულ ოცნებაში“ ოფიციალური ვიზიტით.
როგორც ხიდაშელი ამბობს, ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან
შეხვედრასაც მოითხოვენ.
ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში 10 მაისს დაიწყება და 2 დღეს
გაგრძელდება.
Internet.ge