ავტოავარიას გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში 16 წლის მოზარდის
სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობილია, რომ მანქანა ფეხით მოსიარულე ორ მეთერთმეტე
კლასელს დაეჯახა. ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი სასწრაფო დახმარებამ გორის
რაიონის საავდმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, თუმცა მოზარდის გადარჩენა
ვერ მოხერხდა.
მომხდარზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს
გამოიძიება.
internet.ge