დაღესტანში ადასტურებენ, რომ საქართველოში ბრძოლა იმარატის მოჯაჰედებთან მიმდინარეობს
ოპოზიციური დაღესტნური ვებ-გვერდი "ვდაგესტან.კომ" იუწყება, რომ საქართველოში ბრძოლები კავკასიის იმარატის მოჯაჰედებთან მიმდინარეობს.
ამას თავად დაღესტნის ვილაიეთის მოჯაჰედთა ხელმძღვანელები ადასტურებენ.
მათი ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე გადასულ მუჯაჰედებს არანაირი ოპერაციის ჩატარება მიზნად არ ჰქონიათ:
‘’ეს არ იყო გეგმებში და რომ მოესურვებინათ, ადვილად ჩაატარებდნენ კიდეც" - ნათქვამია წერილში, რომელშიც ასევე მუქარაა გამოთქმული.
კერძოდ, პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სპეცოპერაციის შედეგად 11 კავკასიელია მოკლული, რის გამოც მოჯაჰედები საქართველოს ხელისუფლებას ბრძოლების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ მტერს შეიძენენ:
‘’მსგავსი მოქმედებებით თქვენ შეიძენთ კიდევ ერთ მტერს, რომელიც სასტიკი შურისძიებით იმოქმედებს" - აღნიშნულია წერილში.
Internet.ge