შინაგან საქმეთა მინისტრის
მოადგილის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე ოპერაციის დასრულება გუშინ ჩამოწოლილი ნისლის გამო ვერ მოხერხდა, დღეს კი, ძირითადი ფაზა დასრულებულია.
როგორც ხიზანიშვილმა დღეს
გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, 12-კაციანი შეიარაღებული ჯგუფიდან 11 მათგანის გვამი ნაპოვნია და დაკრძალვა მათივე რელიგიური მრწამსის შესაბამისად მოხდება.
„ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, ჩრდილოეთ კავკასიიდან. ამ დროისათვის
მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა
ხიზანიშვილმა.
მისი
თქმით, სავარაუდოდ, შეიარაღებული ჯგუფიდან რამდენიმე დაჭრილი ტყეშია და ამჟამად მათი ძებნის
ოპერაცია მიმდინარეობს.
internet.ge