რამდენიმე წუთში ლოპოტას ხეობაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი მივა.
პრეზიდენტის ესკორტი სოფელ ლაფანყურისკენ მიემართება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის განცხადებით,
ლოპოტას ხეობაში მიმდინარე ოპერაციის დასრულება გუშინ ჩამოწოლილი ნისლის გამო ვერ
მოხერხდა, დღეს კი, ძირითადი ფაზა დასრულებულია.
როგორც ხიზანიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა,
12-კაციანი შეიარაღებული ჯგუფიდან 11 მათგანის გვამი ნაპოვნია და
დაკრძალვა მათივე რელიგიური მრწამსის შესაბამისად მოხდება.
უკვე მესამე დღეა საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის
მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, შეიარაღებულ ჯგუფთან ანტიტერორისტული ოპერაცია
მიმდინარეობს.
შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს
დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5.
ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად ალყაშია
მოქცეული 6 დივერსანტი. მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება.
internet.ge