თბილიში, კაჩინსკის ქუჩაზე, ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ლეხ და
მარია კაჩინსკების სახელობის სკვერი გახსნეს. დაიდგა პოლონეთის
პრეზიდენტის ბიუსტიც.
"მადლობელი ვარ ქალაქისა
და თბილისელების, რადგან ასეთი ლამაზი ადგილი აარჩიეს პოლონეთის პრეზიდენტის პატივსაცემად".
- აღნიშნა
პოლონეთის
ელჩმა საქართველოში ურსულა დოროშევსკამ.
დღესვე, თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.
სმოლენსის ავიაკატასტროფიდან დღეს 2 წელი გავიდა.
Internet.ge