ხანძარი იყო გვიან ღამით ძველ თბილისში. ბააზოვის 20 ნომერში
სმაილოვების სახლი დაიწვა. ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ მეხაანძრეებს
ჩასაქრობად ნახევარი საათი დასჭირდათ.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სახურავზე, გაუმართავი
ელექტროსადენების შედეგად გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სამაშველო და საპატრულო
ბრიგადები. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
Internet.ge