დაღესტნის სულიერი ლიდერის მკვლელი ქალი ამინატ ყურბანოვა-საპრიკინა, რომელმაც ოფიციალური ვერსიის თანახმად ტერაქტი განახორციელა, მოსკოვმა, აფეთქებულად და დაღუპულად პირველად არ გამოაცხადა – წერს ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება.
ტერორისტი-თვითმკვლელი ქალის აფეთქების შედეგად დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 3 მაისსაც გაჟღერდა, როცა ტერაქტი მახაჩკალის პოლიციასთან მოხდა.
მაშინ `ლაიფ-ნიუსი~ წერდა, რომ 13 დაღუპულს შორის ერთი, სწორედ ყურბანოვა იყო.
`ყურბანოვა მძღოლის როლში იყო და მანქანიდან უნდა გადაესვა ალიევა. მაგრამ ტერორისტი ქალი არ გადავიდა და მანქანაშივე აიფეთქა თავი~ - წერდა `ლაიფ-ნიუსი~ გამოძიების წყაროზე დაყრდნობით.
Internet.ge