GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"კავკაზცენტრი" საქართველო-დაღესტნის საზღვარზე განვითარებული მოვლენების ვერსიაზე წერს
16:40 31.08.2012
დღის სიახლეები

ინტერნეტგამოცემა "კავკაზცენტრი" თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაღესტნის ვილაიეთის მოხალისე ახალწვეულ-მოჯაჰედთა ჯგუფი იყო გადმოსული და მათი გადაადგილების მარშრუტის გაჟონვა იმიტომ მოხდა, რომ გზაზე ქართველებს გადაეყარნენ.

გამოცემა წერს, რომ დაღესტნის ვილაიეთის სამხედრო სარდლობამ საქართველოსა და რუსეთისგან დაფარულად, საზღვრის ერთ-ერთ მთიან მონაკვეთზე მოხალისეების ჯგუფის კონცენტრირება მოახდინა, რაც  დაღესტნის ლოჯისტიკის ოპერატიული ჯგუფის დახმარებით განხორციელდა.

"მოხალისეთა ჯგუფი გაემართა დისლოკაციის ადგილზე, - რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ დაღესტნის ვილაიეთის ტერიტორიაზე საბრძოლველად. ოპერაციის ბოლოს კი მოხდა ინფორმაციის გაჟონვა ჯგუფის მარშრუტთან დაკავშირებით" - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯგუფის წინააღმდეგ სასწრაფოდ შეიყვანა ძალები და თავდაპირველად, იარაღის დაყრის თაობაზე მოჯაჰედებთან მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ერთ დღე-ღამეზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

"საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეიარაღებული რაზმის გამოჩენას თავის ტერიტორიაზე აფასებს როგორც პროვოკაციას, რომეიც შესაძლოა, რუსეთმა მორიგი სამხედრო შეჭრის ორგანიზებისთვის გამოიყენოს," - აღნიშნავს "კავკაზცენტრის" წყარო. მისივე თქმით, მოჯაჰედებმა საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებაზე უარი თქვეს და პირიქით, თავად შესთავაზეს მათთვის გაეხსნათ ბლოკირებული გზა, რათა დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია,"რომელზეც დანიშნულების ადგილამდე მისვლის დროს აღმოჩნდნენ". თუმცა მას შემდეგ რაც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, დაიწყო ბრძოლა.

ამასთან, "კავკაზცენტრის" წყაროები მძევლების აყვანის ფაქტს უარყოფენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მოჯაჰედთა გადაადგილების მარშრუტის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა მას შემდეგ მოხდა, რაც მათ ქართველები "გაუშვეს". რას ნიშნავს "გაშვება", თუკი მათ არავინ დაუკავებიათ, ამაზე წყაროები არაფერს ამბობენ.

"კავკაზცენტრი" შენიშნავს, რომ მისმა წყაროებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს მომხდარით, "ამ ყოველივემ გამოიწვია სისხლისღვრა, რომელიც დღეს არ აწყობს არც საქართველოს, რომელიც რუსეთის ახალი აგრესიის საფრთხის წინაშეა და არც კავკასიის მუსულმანებს, რომლებიც დღეს რუს ოკუპანტებს ებრძვიან".

 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 10 მლნ ლარით გაიზრდა1
ლოზუნგი: ‘’საქართველო ოკუპანტების გარეშე" გია თორთლაძემ ევერესტზე დატოვა2
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს3
თბილისში მოკლე ხაზიანი სამარშუტო ტაქსები გაძვირდა4
პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X