ისლანდიაში ტურისტად მყოფი ქალბატონი, კიდევ 50 ადამიანთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა საკუთარ თავს.
სამძებრო ოპერაცია ისლანდიის სამხრეთით მთიან რაიონში მას შემდეგ დაიწყო, რაც მცირე ხნის გაჩერების შემდეგ ახალგზარდა მგზავრი ავტობუსში არ დაბრუნდა. მძღოლმა ეს პოლიციას შეატყობინა და ძებნაც დაიწყო.
ქალს 50 ადამიანი ეძებდა. სანაპირო დაცვა ვერტმფრენის გაგზავნასაც აპირებდა, თუმცა ნისლის გამო თავი შეიკავეს.
შუაღამის 3 საათზე კი გაირკვა, რომ ქალი, რომელსაც ეძებდნენ, საკუთარი თავის სამძებრო ოპერაციაში გამწარებული მონაწილეობდა.
საქმე ისაა, რომ ამ ამბის გმირი დაბრუნდა ავტობუსში, გამოიცვალა და ფერუმარილიც წაისვა, ისე, რომ გარეგულად საკმაოდ შეიცვალა, თუმცა მას ეს რაიმე მიზნით არ გაუკეთებია.
ამასობაში, ავტობუსის მგზავრებიც შეცდომით გადათვალეს და დაადგინეს, რომ ასეთი და ასეთი ჩაცმულობისა და შესახედაობის ქალი ეკლდათ. ისე მოხდა, რომ ამ აღწერილობაში ტურისტმა საკუთარი თავი ვერ ამოიცნო და სხვებთან ერთად შეუდგა ძებნას. სიტუაცია მხოლოდ რამდენიმე საათისა და კიდევ ერთხელ მგზავრთა გადათვლის შემდეგ გაირკვა.
მსგავსი შემთხვევა ისლანდიაში 1954 წელსაც მოხდა, როცა ტანსაცმლის არასწორი აღწერილობის გამო გოგონა საკუთარი თავის ძებნაში მონაწილეობდა.
Internet.ge