ფილიპინებზე 7-9-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრიც პროვინცია სამარში 33 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, შენობები და ხიდები.
წყნარი ოკეანის პროგნოზირების ცენტრმა აცხადებენ, რომ ასეთი სიძლიერის მიწისძვრა აუცილებლად გამოიწვევს ცუნამს, რომელიც შეიძლება თავს დაატყდეს ეპიცენტრის ტერიტორიას.
ცუნამის საფრთხე ასევე გამოცხადებულია ინდონეზიაშიც. არის პროგნოზი, რომ ტალღები იაპონიამდე, ტაივანამდე, პაპუა-ახალ გვინეამდე და ჰავაის კუნძულებამდეც მიაღწევს.
internet.ge