11 წლის ბიჭუნამ ომსკის ოლქში ლიანდაგზე გადასვლა დააპირა და ადგილზევე დაიღუპა.
არასრულწლოვანი მეგობრებს დაედევნა.
სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ლიანდაგების წყების გადაკვეთისას ერთ-ერთ ეტაპზე ის ორ მატარებელს შორის მოექცა. ბიჭუნა გაჩერდა, თუმცა მატარებლების მოძრაობით გამოწვეულმა ჰაერის ნაკადმა ის გაიტაცა და პირდაპირ სამგზავრო შემადგენლობის ქვეშ შეაგდო.
მომხდარ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.
Internet.ge