26 წლის ფერმერი,
სულთან კოსენსი გინესის ახალი რეკორდსმენია. მას ოფიციაურად მიენიჭა მსოფლიოში
ყველაზე მაღალი ადამიანის სტატუსი. კოსენი, რომელიც თურქეთის მოქალაქეა 2 მეტრი და
46 სანტიმეტრია.
ჟურნალ „theamazingnews“–ისთვის
მიცემულ ინტერვიუში კოსენი საუბრობს, რომ განსაკუთრებული სიმაღლის გამო უამრავი
პრობლმა ექმნება. მისი განცხადებით, უჭირს გადაადგილება, ვინაიდან ხელჯოხებს
ეყრდნობა, რთულია მანქანაში მოთავსება, სჭირდება 3 მეტრიანი საწოლი და სპეციალურად
შეკერილი ტანსაცმელი.
„სიმაღლის გამო
მდედრობითი სქესის ადამიანებს ჩემი ყოველთვის ეშინოდათ. მაგრამ, მას შემდეგ, რაც
გინესის რეკორდსმენი გავხდი, იმედი მაქვს, რომ მათ მოხიბვლას შევძლებ და ავისრულებ ოცნებას – შევქმნი ოჯახს,“ – დასძინა მან.
Internet.ge