ტერორისტი-თვითმკვლელები ავღანეთში ნატოს ბაზას თავს დაესხნენ. შედეგად მოკლულია 6 მშვიდობიანი მოქალაქე. თავად სამხედროებს შორის მსხვერპლი არ არის.
პროვინცია ვარდაკის საიდაბადის ბაზაზე ტერაქტი დღეს მოხდა.
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ნატოს ბაზის შესასვლელი ააფეთქეს, რის შედეგადაც სრულიად განადგურდა ახლომდებარე ქუჩის ბაზარი, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობიდან მინიმუმ 6 ადამიანია დაღუპული.
`მათ მოკლეს 6 მშვიდობიანი მოქალაქე, დაჭრეს 4 სამოქალაო პირი და დაზვერვის ორი ნამშრომელი,~ - განაცხადა პროვინციის გუბერნატორმა. მან არ გამორიცხა, რომ ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.
პასუხისმგებლობა თავდასხმაზე თალიბებმა აიღეს.
Internet.ge