გოგა ხაჩიძემ გარემოს დაცვის სამინისტროდან
წასვლისა და საპარლამენტო არჩევნებზე მმართვლი პარტიის სახელით მონაწილეობაზე
ინფორმაცია საკუთარ სოციალურ ქსელში განათავსა.
"მე აღარ
ვარ გარემოს დაცვის მინისტრი. ვაპირებ "ნაციონალური მოძრაობის"
პარტიული სიით პარლამენტში შესვლას. სიაში ვარ 32-ე (3+2=5)“,-
ნათქვამია ხაჩიძის განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, გარემოს დაცვის ახალ მინისტრად
გიორგი ზედგინიძე დაინიშნა.
„ჩემის
აზრით (და არა მხოლოდ) საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
წარმატებებს
ვუსურვებ გარემოს დაცვის სამინისტროს და "ნაციონალურ მოძრაობას",
- წერია ხაჩიძის განცხადებაში.
internet.ge