25 წლის
მამაკაცმა, რომელმაც მანქანა გაიტაცა, სტარბაქსის ყავის მაღაზიას შეეჯახა.
ინციდენტის შედეგად მძიმედ დაშავდა თავად მძღოლი და დაიმტვრა ავტომობილი.
„ეს არის
მაქანის ყველაზე დიდი დაზიანება რაც კი ოდესმე მინახავს. ეს იყო დაუჯერებელი
სცენა. მანქანა სრულიად განადგურებულია. ახლაც ვერ ვხვდები როგორ გადარჩა მძღოლი“ ,
– განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
გატაცებული
მანქანა პოლიციის ორ ოფიცერს ეკუთვნოდა. მათი განცხადებით, ავტომობილის გასაღები
ავტომანქანაში დატოვეს, რის შემდეგაც ის გაიტაცეს.
„გაუგებარია
რატომ გაიტაცა მან მანქანა. შესაძლოა ეს უბრალოდ ცუდი ხუმრობა იყო“, – განაცხადა
პოლიციის ოფიცერმა ადამ სმიტმა.
შემთხვევა
ლოს ანჯელესში მოხდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის გამოძიება.
internet.ge