სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე
ორ დღეში გამოიდარებს და დათბება, თუმცა დღეს დასავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა
და ელჭექია მოსალოდნელი. 4 სექტემბრამდე უამინდობაა მოსალოდნელი ქვეყნის აღმოსავლეთ
ნაწილშიც.
„დედაქალაქში ჰაეროს მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ
საქართველოს დაბლობ რაიონებში 24- 29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 21-26 გრადუსის
ფარგლებშია ნავარაუდევი. ხვალიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ხოლო ჰაერის
ტემპერატურა მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ შენარჩუნდება
ხანმოკლე წვიმა. 4 სექტემბრიდან კი აღმოსავლეთ საქართელოშიც მოიმატებს ტემპერატურა,“-
განაცხადა სინოპტიკოსმა მაია ქააცმა.
internet.ge