„ქართული ოცნების“ აქციების ჩატარების თარიღები ცნობილია. კოალიციის
პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, თელავში 2 სექტემბერს დანიშნული აქცია 9
სექტემბერს, 17:00 საათზე გაიმართება.
ახალციხეში ბიძინა ივანიშვილის აქცია
15 სექტემბერს, 17:00 საათზე
გაიმართება.
რაც შეეხება ზუგდიდს, როგორც ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა, სამეგრელოს აქცია 22 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩატარდება.
ამასთან, როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თანახმაა 16 სექტემბერს საზოგადოებივი
მაუწყებლის ეთერში, ეკა კვესიტაძის
გადაცემაში მიიღოს მონაწილეობა.
internet.ge