გიგი უგულავა დღეს თბილისის მაღალტექნოლოგიურ საუნივერსიტეტო კლინიკას ესტუმრა. თბილისის მერი სამედიცინო ობიექტში სახელმწიფო დაზღვევის პროექტის ფარგლებში, დაზღვეულ პენსიონერებსა და კლინიკაში დასაქმებულ
ექიმებს, სახელმწიფო დაზღვევის
პროგამასთან
დაკავშირებით
გაესაუბრა.
გიგი უგულავამ ექიმებისგან პირადად მოისმინა, თუ რამდენად მზად არიან ისინი თბილისელებს კვალიფიციური და ეფექტური მომსახურება უმოკლეს ვადაში გაუწიონ.
ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება
ქვეყნის
მასშტაბით,
1-ელი სექტემბრიდან დაიწყო. ახალი სადაზღვეო პროგრამით, საქართველოში მილიონი ადამიანი, ხოლო თბილისში დამატებით 250
000 თბილისელი
დაეზღვა.
Internet.ge