ბესიკ ლილუაშვილი: "ქართული ოცნების" 9 შემომწირველის ქონების აუქციონზე გატანა გადაიდო
"ქართული ოცნების"
9 შემომწირველის ქონების აუქციონზე გატანა
გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შემომწირველთა
საჩივარის გათვალისწინებით მიიღო.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს აღსრულების
ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ბესიკ
ლილუაშვილმა განუცხადა, აუცქიონი საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ
გაიმართება.
„იმის გათვალისწინებით, რომ აღსრულების
ბიურო პატივს სცემს ამ ადამიანების უფლებას, საქმის არსებით განხილვამდე
შემომწირველების ქონების აუქციონზე გატანის
გადაწყვეტილება მივიღეთ“,- ამბობს ლილუაშვილი.
საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების" 16 შემომწირველი,
მათ შორის - "ქართუ ბანკის" პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი, „ქართული
ოცნებისთვის“ ფულის უკანონოდ შეწირვისთვის
500 ათასი ლარით დააჯარიმა.
სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 7-მა
დაჯარიმებულმა დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა, რაც შეეხება დანარჩენ 9 -ს მათი
ქონების აუქციონზე გატანა გადაწყდა.
internet.ge