გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მომხადარი ავტოავარიის დროს ხუთი
ადამიანი დაშავდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დიდი სიჩქარით მიმავალი
ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა.
ყველა დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის
საავადმყოფოში გადაიყვანა და ისინი შესაბამისი მკურნალობის კურსს გადიან. მოგვიანბეით კი ერთი პაცინეტი თბილისში
გადმოიყვანეს.
ექიმების თქმით, დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა
სტაბილურია.
Internet.ge