ომსკში, დაახლოებით 6:00
საათზე, ავტოავარიას
ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც "СуперОмску"-ის პრესსამსახური იტყობინება, BMW -
X5-ის მძღოლმა სავარაუდოდ
საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან სარკინიგზო მაგისტრალზე გადავარდა.
ავარიის შედეგად, ავტომანქანაში მჯდომი
ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოშია
გადაყვანილი.
სამართალდამცავები ავარიის მიზეზებს
სწავლობენ.
Internet.ge