არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს არჩევნების პორტალზე წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები მიმოიხილეს.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ შექმნილ პორტალზე, როგორც დღეს ბრიფინგზე აღინიშნა, ერთი თვის განმავლობაში 300-ზე მეტი ინციდენტის შესახებ დაფიქსირდა ინფორმაცია, მათ შორის, ძირითადად, ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებია.
დარღვევებს, შემდგომი რეაგირებისთვის, მესამე სექტორი უწყებათაშორის კომისიას და ცესკო-ს გადასცემს.
internet.ge