მოსკოვის ცენტრში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვი იპოვეს. ჭურვი ასაფეთქებლით დედაქალაქის ცენტრში, კრემლისგან რამდენიმე ასეულ მეტრშია ნაპოვნი.
120-მილიმეტრიანი კალიბრის ჭურვი მეორე მსოფლიო ომის დროინდელია. ის უკვე დაათვალიერეს გამნაღმველებმა. სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ჭურვი შესაძლოა, საშიშროებას წარმოადგენდეს.
შედეგად, 50 მეტრის რადიუსში პოლიციას ტერიტორია ხვალამდე შემოსაზღვრული აქვს.
ჭურვს ხვალ გააუვნებელყოფენ.
Internet.ge