29 წლის კანადელი ტანია სენტ-არნოლდი გამოვიდა კომიდან, თუმცა პრაქტიკულად, კანის გარეშეა დარჩენილი.
მჟავა მას მეგობარმა მამაკაცმა შეასხა, რის შედეგადაც სხეულის 70% დამწვარი აქვს.
ნიკოლას სტეფანატოსმა ეს ჩხუბის დროს გააკეთა. ჯერ ქალს კეტჩუპისა და მდოგვის ნაზავი შეასხა, მერე კი მეზობელ ბინაში შევიდა და უკან ნამდვილი მჟავათი დაბრუნდა. ამის შემდეგ კი გაქიცა.
ტანიას ძმამ მოუსწრო, რომელმაც განაცხადა, რომ კანი სხეულზე თვალსა და ხელს შუა ქრებოდა.
პოლიციამ ნიკოლას სტეფანოსი რამდენიმე საათში დააკავა. გაირკვა, რომ მას მსგავსი დანაშაული 6 წლის წინაც აქვს ჩადენილი და ნასამართლევიც არის.
როგორც ტანიას ძმა ყვება, მის დას სტეფანოსი, როგორც ცხოველი, ისე ექცეოდა – ერთხელ წვენით სავეს ქილა ესროლა, მეორედ კი საერთოდ ფულისა და დოკუმენტების გარეშე დატოვა.
დაკავებულს ბრალი ძალადობაში წაუყენეს და გირაოთი გაათავისუფლეს.
Internet.ge