NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს დღეს წარადგენს.
ორგანიზაციის ცნობით, კვლევა თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში"
მიმდინარე
წლის აგვისტოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ასახავს.
NDI-ის კვლევის
საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 2038 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა.
ცნობისთვის,
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.
internet.ge