სომხეთში ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებაზე ალაპარაკდნენ
10:02 05.09.2012
|
დღის სიახლეები
|
‘’სომხეთმა აუცილებლად უნდა სცნოს მთიანი ყარაბაღის სტატუსი" – ამის შესახებ ყარაბაღის ომის ვეტერანმა, გენერალ-მაიორმა არკადი ტერ-ტადევოსიანმა განაცხადა. მისი თქმით, ერევანმა ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს, ისე, როგორც თავის დროზე რუსეთმა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში გააკეთა. ცნობილი ხდება, რომ აღიარების საკითხი უკვე სომხეთის პარლამენტშიც განიხილება, სადაც შესაბამისი კანონპროექტი უკვე შეტანილია. სომხურ მედიასთან საუბარში სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სომხეთის მმართველი ‘’რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა, რომ ‘’რესპუბლიკური პარტია" ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მთიანი ყარაბაღის საერთაშორისო აღიარებისთვის, თუმცა ითვალისწინებენ იმას, რომ მხოლოდ სომხეთის მიერ ცალმხრივი აღიარება ხელს შეუშლის ამ პროცესს და კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე მოლაპარაკებას. ‘’თუ შეიქმნება სიტუაცია, როცა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება ერთადერთი გზა იქნება საერთაშორისო აღიარებისთვის, მაშინ, სომხეთი, რასაკვირველია, წავა ამაზე" – განაცხადა შარმაზანოვმა.აღნიშნული კანონის მიღებით სომხეთი დე-იურედ აღიარებს მთიანი ყარაბაღის ფაქტობრივ სტატუსს. როგორც ცნობილია, მთიანი ყარაბაღის აღიარების თაობაზე კანონპროექტი სომხეთის პარლამენტში ოპოზიციურმა პარტიამ მას შემდეგ წარადგინა, რაც ილჰამ ალიევმა შეიწყალა რამილ საფაროვი, - აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც 2006 წელს უნგრეთში, სომეხი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და რომლის ბაქოში ექსტრადირებაც რამდენიმე დღის წინ მოხდა. აღნიშნული კანონის მიღებით სომხეთი დე-იურედ აღიარებს მთიანი ყარაბაღის ფაქტობრივ სტატუსს.
Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|