რამდენიმე საათის წინ საქართველოში ამერიკის ახალი ელჩი - რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. მას
დღესვე საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიღებენ.
ნორლანდი, რომელიც 32 წელიწადია
დიპლომატიურ სამსახურშია, ორი ქვეყნის 20 წლიანი ურთიერთობების ისტორიაში, საქართველოში
აშშ-ს მეშვიდე ელჩია.
შეგახსენებთ, რომ რიჩარდ ნორლანდი აშშ-ის ელჩად საქართველოში
ოფიციალურად 27 ივლისს დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ჯონ ბასი შეცვალა.
internet.ge