საქართველოსა და ესპანეთის 11 სექტემბრის მატჩის ბილეთების სრული დატვირთვით გაყიდვა დღეს "მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროებში დილის 10.00 საათიდან დაიწყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, 11 სექტემბრის მატჩის ბილეთების შეძენას საქართველო-ბელორუსის 7 სექტემბრის მატჩის ბილეთებისგან დამოუკიდებლად შეძლებთ.
7 სექტემბერს, საქართველოსა და ბელორუსის მატჩის ბილეთების შეძენას ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" შეძლებთ.
8, 9, და 10 სექტემბერს, საქართველოსა და ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე. 11 სექტემბერს კი, დარჩენილი ბილეთები უკვე "დინამო არენაზე" გაიყიდება.
შეგახსენებთ ბილეთების ფასებს: საქართველო - ბელორუსი - 5, 10,15, 20 ლარი. საქართველო - ესპანეთი - 10, 15, 20 ,30 ლარი. საქართველო - ბელორუსის მატჩის დასაწყისია
21:00 საათი. საქართველო - ესპანეთი კი, 21:30 წუთზე დაიწყება. ორივე მატჩი ბორის
პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება.
Internet.ge