საქართველოს პრეზიდენტი ლანჩხუთში იმყოფებოდა, სადაც საპრეზიდენტო
პროგრამა „ღიმილიანი საქართველოს“ მიმდინარეობას გაეცნო. მიხეილ სააკაშვილი
პროგრამაში ჩართულ ადამიანებს შეხვდა და მათ გაესაუბრა.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ყველა სოფელში უნდა მივიდნენ
ექიმები და ყველას დაეხმარონ.
„ჩვენი ამოცანაა ყველა ოჯახს კბილის ექიმთან მისვლა შეეძლოს და მათ
ამაზე ხელი მიუწვდებოდეთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.
„ღიმილიანი საქართველოს" განხორციელება სახელმწიფომ 2012 წლის
დასაწყისში დაიწყო. პირველ ეტაპზე ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, 2 ავტობუსი,
აღიჭურვა სტომატოლოგიური კაბინეტისთვის საჭირო მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და
ინვენტარით, რომელიც პაციენტებს თერაპიული, ქირურგიული და ორთოპედიული სერვისების
მიღების საშუალებას აძლევს. პროექტში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი თბილისის
სხვადასხვა სტომატოლოგიური კლინიკებიდან შეირჩა.
Internet.ge