რუსეთში ექსტრემისტთა ერთიანი ბაზა იქმნება
12:43 05.09.2012
|
დღის სიახლეები
|
რუსეთში ექსტრემისტთა ერთიანი ბაზა იქმნება. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ბაზაში ტერორისტებთან ერთად პოლიტიკური ექსტრემისტებიც შევლენ.
ზუსტად რომელ მუხლებზეა საუბარი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ბაზის შექმნა, როგორც გაზეთი „იზვესტია“ წერს, ნაციონალობებს შორის კონფლიქტებითაა განპირობებული. საკუთარი ბაზების შექმნა და რეგიონების სამინისტროსათვის მიწოდება უკვე დაევალათ „ფსბ“-ს, შსს-ს, იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას, ასევე რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, რომელიც ექსტრემისტთა ფინანსურ ოპერაციებს აკონტროლებს.
რუსეთში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით სასჯელი გათვალისწინებულია არა მარტო პირდაპირი გაგებით ექსტრემიზმისათვის, არამედ რელიგიური და იდეოლოგიური შეუწყნარებლობისათვის, ექსტრემიზმად შეიძლება ჩაითვალოს ხულიგნობაც.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|