ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები აგვისტოს ომში დაღუპული ძმები რომელაშვილების ოჯახს ესტუმრნენ
დღეს,
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის სახელით, სამინისტროს წარმომადგენლები აგვისტოს ომში დაღუპული ძმები რომელაშვილების ოჯახს გორში, ვერხვების დასახლებაში ესტუმრნენ.
სამინისტროს
წარმომადგენლებმა, მინისტრის სახელით, ოჯახის
მცირეწლოვან
წევრს დაბადების დღე მიულოცეს და იუბილარს საჩუქრად ელექტრონული წიგნი და ტკბილეულობა გადასცეს.
„დღეს,
რომელაშვილების
მცირეწლოვან
შვილს, 9 წლის ნანას დაბადების დღე მივულოცეთ მინისტრის სახელით, გადავეცით საჩუქრები. ჩვენ დარწუმენებული ვართ, რომ ნანა იამაყებს მამის და ბიძის სახელით, ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომლებმაც იციან რომ ძმებმა რომელაშვილებმა
2008 წელს
ერთიანი საქართველოსთვის
სისხლი დაღვარეს“- განაცხადა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა.
Internet.ge