პარლამენტის „ცე“ კორპუსში მომუშავე აპარატის თანამშრომლებს ხვალ, სამუშაო ოთახების დაცლა მოუწევთ და ისინი რამდენიმე ოთახში გადანაწილდებიან.
აპარატის თანამშრომლების კუთვნილი ოთახების
დაცლის მიზეზად, საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის ქუთაისში გადასვლას ასახელებენ და ამბობენ, რომ გადასვლის პროცესი ეტაპობრივია და შესაბამისად, საჭიროა, რომ ოთახები დაიცალოს.
რაც შეხება თანამშრომლებს, ისინი სამსახურეობრივ ადგილებზე დარჩებიან.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტის „ბე“ კორპუსი, სადაც სპიკერის კაბინეტია, ყველაზე გვიან დაიცლება.
internet.ge