მოსკოვის ცენტრში ისევ პოლიციაა მობილიზებული
16:32 24.03.2012
|
დღის სიახლეები
|
მოსკოვში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული. ქალაქის ცენტრში კვლავ ოპოზიციის აქცია იგეგმება. პუშკინის მოედანზე და ნოვოპუშკინსკის სკვერში თავმოყრილია პოლიციის ავტობუსები, პირადი შემადგენლობა კი ტერიტორიაზე პატრულირებს. დაგეგმილი აქციის ადგილზე სამართალდამცველებს ძაღლებიც ჰყავთ მობილიზებული.პუშკინის მოედანზე შესასვლელი ლითონის ბარიერებითაა გადაკეტილი. როგორც ცნობილია, დღეს, ოპოზიცია ახალი ტიპის აქციის ჩატარებას გეგმავს. ეს იქნება პრეს-კონფერენცია ღია სივრცეში, რომელიც ერთგვარი პიკეტის ფორმით ჩატარდება. ოპოზიციის ლიდერები დასმულ კითხვებს უპასუხებენ და ისაუბრებენ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს დაგეგმილ „მილიონების მარშზე“. როგორც გადაწყდა, ეს მსვლელობა 6 მაისს გაიმართება. მემარცხენე ფრონტის კოორდინატორმა, სეგეი უდალცოვმა განაცხადა, რომ დღეს, ადამიანებს საშუალება ექნებათ გაარკვიონ „მილიონიანი მარშის“ დეტალები. Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|