კოსტა-რიკის
ჩრდილო-დასავლეთით 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები დედაქალაქში -
სან-ხოსეშიც იგრძნეს.
მაღალსართულიანი
სახლებიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო.
ხელისუფლების
ცნობით გარკვეული დროის მანძილზე ელექტროენერგია თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა,
შეწყდა სატელეფონო კავშირიც.
მიწისძვრის
ეპიცენტრი მიწიდან 20 კილომეტრის სიღრმეში იყო.
წყნარი ოკეანის ცუნამის მონიტორინგის ცენტრმა გააფრთხილა მიმდებარე სახელმწიფოები
- მექსიკიდან ჩილეს ჩათვლით, რომ მოსალოდნელია ცუნამი, - ყველაზე მეტად თავად
კოსტა-რიკაში, პანამასა და ნიკარაგუაში.
მიწისძვრით
გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების
სამსახურს ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცაღა ისიც გასათვალისწინებელია, რომ
ეპიცენტრის ახლომდებარე რაიონებთან კომუნიკაცია გართულებულია.
Internet.ge